მედვედევი – რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი „ცივი ომი“ დაიწყო

„რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი „ცივი ომი“ დაიწყო“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მედვედევმა აღნიშნა, რომ ნატოს პოლიტიკური კურსი რუსეთის მიმართ არამეგობრულია.
„თითქმის ყოველდღე რუსეთს მსოფლიოს ნომერ პირველ საფრთხედ ასახელებენ, ზოგიერთ ქვეყანაში იღებენ ფილმებს იმის შესახებ, თუ როგორ იწყებენ რუსები ბირთვულ ომს. მე ზოგჯერ კითხვა მიჩნდება – ახლა 2016 წელია თუ 1962“? – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
მედვედევმა აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურისა და რეგიონული საფრთხეების შესახებ დიალოგი ახლა განსაკუთრებით აუცილებელია. რუსეთის პრემიერი ამბობს, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის დიალოგი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეწყდა, პარალიზებულია მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც დაძაბულობის მოხსნა ხდებოდა.
გარდა ამისა, რუსი პრემიერის თქმით, შეიარაღებაზე ურთიერთკონტროლის სისტემა აღარ არსებობს, რაც ადრე ნდობის შენარჩუნებას ხელს უწყობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები