ჯონ ქერი – სირიაში ზავის პირობების დარღვევის შემთხვევაში იქ, შესაძლოა, სახმელეთო ოპერაცია განხორციელდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობა „დამატებით ზომებს“ მიიღებს. კერძოდ, ამ ქვეყანაში, შესაძლოა, სახმელეთო ძალების კონტინგენტი იყოს შეყვანილი. ქერიმ არ დააკონკრეტა, რა ქვეყნიდან იქნებიან სირიაში შეყვანილი სამხედროები. სახელმწიფო მდივანმა ეს Orient TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჯონ ქერიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ირანი და რუსეთი ბაშარ ასადს ცეცხლის შეწყვეტას არ აიძულებენ.
სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიუნხენში, 12 თებერვალს საერთაშირსო ჯგუფის შეხვედრაზე იყო მიღწეული. ის ერთი კვირის განმავლობაში უნდა შევიდეს ძალაში.
შეხვედრის შემდეგ ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სირიის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეზე გავრცელდება, ტერორისტული დაჯგუფებების გარდა, ისეთების როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“.
მანამდე სირიაში სახმელეთო ძალების გაგზავნის მზადყოფნა საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები