„ბი-ბი-სი“: ფეისბუქში პედოფილების ჯგუფები მოქმედებენ

„ბი-ბი-სის“ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში პედოფილები დახურულ ჯგუფებს იყენებენ, სადაც ბავშვების გარყვნილ ფოტოებს ავრცელებენ.
დახურული ჯგუფების მეშვეობით ასეთი ფოტოები მომხმარებლების უმრავლესობისთვის უხილავია – მათ მხოლოდ ჯგუფის წევრები ხედავენ.
ინგლისის ბავშვთა საკითხებში რწმუნებულმა ენი ლონგფილდმა განაცხადა, რომ ფეისბუქი დახურულ ჯგუფებში მიმდინარე მოვლენებზე არასაკმარის მონიტორინგს ახორციელებს და ბავშვთა დასაცავად შესაბამის ღონისძიებებს არ მიმართავს.
ფეისბუქის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა „ბი-ბი-სის“ შეატყობინა, რომ სოციალური ქსელი იმ კონტენტს წაშლის,  რომელიც „იქ არ უნდა იყოს“.
როგორც „ბი-ბი-სიმ“ დაადგინა, ერთ-ერთი ასეთი დახურული ჯგუფის ადმინისტრატორი პედოფილიისთვის გასამართლებული იყო.
ამ ჯგუფებში გამოქვეყნებულია პორნოგრაფიული და ეროტიული ფოტოები, რომლებზეც არასრულწლოვნები არიან გადაღებულები. ჯგუფის მონაწილეები ფოტოებზე სექსუალური ხასიათის კომენტარებს აკეთებენ.
გამოძიების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის დიდი ბრიტანეთის სამარლთდამცველებსაც გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები