დაბინძურებული ჰაერის გამო ყოველწლიურად 5,5 მილიონი ადამიანი იღუპება

5 მილიონ 500 ათასი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერის გამო. ამის შესახებ აშშ-ის მეცნიერების განვითარების ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი.
ინფორმაციის თანახმად, ელექტროსადგურების, ქარხნების, ავტომანქანების გამონაბოლქვების და ნახშირის წვის შედეგად ჰაერში წარმოქმნილი მიკრონაწილაკების ჩასუნთქვა გულის დაავადებების და ფილტვების კიბოს ალბათობას ზრდის.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაბინძურებული ჰაერის გამო უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე არასაკმარისი კვების, ზედმეტი წონის, ნარკოტიკების მოხმარებისა და არაუსაფრთხო სექსის შედეგად.
ჰაერის დაბინძურების შედეგად დაღუპულთა ნახევარზე მეტი ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის.
მეცნიერები მოუწოდებენ, ჩინეთსა და ინდოეთს, მავნე ნივთიერებებით ატმოსფეროს დაბინძურების შესამცირებლად, უახლესი ტექნოლოგიები გამოყენონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები