გორში შეძენილ ნამცხვარში მიკრობიოლოგიური დაბინძურება აღმოჩნდა

გორის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გორში შეძენილ ნამცხვარში მიკრობიოლოგიური დაბინძურება აღმოჩნდა. როგორც mkidveli.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, გორის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა გორში ცხინვალის გზატკეცილის #12-ში მდებარე „სმარტ რითეილში“ შეიძინა კრემიანი ვაშლის ნამცხვარი შოკოლადის მინანქრით, ხოლო ჭავჭავაძის #26-ში მდებარე შპს „დაფნეში“ – ნამცხვარი „მარკიზი“ და ჟოლოს ნამცხვარი.2
ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმების შედეგებით, ჟოლოს ნაცხვრის პარამეტრები ნორმას შეესაბამება, ხოლო კრემიანი ვაშლის ნამცხვარი შოკოლადის მინანქრითა და ნამცხვარი „მარკიზი“ დაბინძურებული აღმოჩნდა კოლიფორმებით.
როგორც გორის მომხმარებელთა დახმარების ცენტრში განმარტავენ, კოლიფორმებმა (ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები) შეიძლება ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს. ისინი საკვებში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, დაწყებული დაბინძურებული ინგრედიენტებიდან, დამთავრებული საკვების მომზადების, შენახვისა და/ან დისტრიბუცია/რეალიზაციის დროს ჰიგიენის პირობების დაუცველობით. თუმცა, ეს ბაქტერიები იოლად ნადგურდება საკვების თერმული დამუშავებისას (მოხარშვა, შეწვა). დარღვევების შესახებ ეცნობათ მეწარმეებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოს.
3

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები