მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდება (ვიდეო)

   საქართველოს ექსპრეზიდენტი პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა “მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მისი დაკითხვაზე დაბარების ფაქტი რუსეთის პრეზიდენტის ინტერესებს უკავშირდება.
“ნოემბერში თბილისიდან ჩემი წამოსვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა მთავარმა ხელმძღვანელმა ოფიციალურ შეხვედრაზე მითხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო რუსების დაჟინებული მოთხოვნა და ივანიშვილთან შეთანხმება ჩემი დაპატირმების თაობაზე. ახლა საქართველოს ხელისუფლებით ცდილობს პუტინი ჩემი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. ეს უკავშირდება პუტინის და ივანიშვილის გარიგებას. ივანიშვილის თანამდებობიდან ე.წ. წასვლა თავიდან ბოლომდე განპირობებული იყო იმით, რომ ის არაფერ შუაში არ იყო და მთავრობა იჭერს ყველას ამათ. მე, რა თქმა უნდა ჩავალ საქართველოში, მაგრამ არ ჩავალ პუტინის სურვილების შესასრულებლად ახლა. მე საქართველოში ჩავალ, როცა ყველანი ერთად საქართველოში და რეგიონში სიტუაციას მოვამზადებთ უკრაინაში საქართველოში და სხვა ქვეყნებში, იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, მათ შორის საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს პუტინის მარწუხებისგან. პუტინის და ზოგიერთი ქართველის ოცნება რომ მე რამენაირად შემზღუდოს, ოცნებად დარჩება. უკვე უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ოცნებები არ სრულდება ან სრულდება სრულ კოშმარებად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსებნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 27 მარტს, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხადაა დაბარებული.
მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდება (ვიდეო)
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა “მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მისი დაკითხვაზე დაბარების ფაქტი რუსეთის პრეზიდენტის ინტერესებს უკავშირდება.
“ნოემბერში თბილისიდან ჩემი წამოსვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა მთავარმა ხელმძღვანელმა ოფიციალურ შეხვედრაზე მითხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო რუსების დაჟინებული მოთხოვნა და ივანიშვილთან შეთანხმება ჩემი დაპატირმების თაობაზე. ახლა საქართველოს ხელისუფლებით ცდილობს პუტინი ჩემი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.
მე, რა თქმა უნდა ჩავალ საქართველოში, მაგრამ არ ჩავალ პუტინის სურვილების შესასრულებლად ახლა. მე საქართველოში ჩავალ, როცა ყველანი ერთად საქართველოში და რეგიონში სიტუაციას მოვამზადებთ უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში, იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, მათ შორის საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს პუტინის მარწუხებისგან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსებნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 27 მარტს, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხადაა დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები