გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კატარღა, მოტორიანი კატერი და გასაბერი ნავები შეიძინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ტექნიკური შემადგენლობის განახლებას განაგრძობს.
ზღვასა და ტბებზე პრევენციული და ოპერატიული ღონისძიებების განსახორციელებლად დეპარტამენტმა ახალი კატარღა, სამი მოტორიანი კატერი და გასაბერი ნავები შეიძინა. ახალი კატარღა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციურ სამმართველოს გადაეცემა, ხოლო კატერები და ნავები სამოქმედო ტერიტორიებზე არსებულ ტბებზე ინსპექტირებისთვის რეგიონულ სამმართველოებში გადანაწილდება.
ახალი ტექნიკური შემადგენლობის პრეზენტაცია ბათუმის ნავსადგურში გაიმართა. ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე დაესწრო და ახლად შეძენილი კატარღით განხორციელებული პირველი ინსპექტირების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები