მინდია ჯანელიძე: უშიშროების საბჭო და კრიზისების მართვის საბჭო დამოუკიდებლები არიან
კომპეტენციითა და ფუნქციებით არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს, რადგან უშიშროების საბჭო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა თავისი კომპეტენციით და ფუნქციებით, ხოლო კრიზისების მართვის საბჭო არის თავისი კომპეტენციით დამოუკიდებელი სტრუქტურა,- ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა.
ჯანელიძის თქმით, აღნიშნული საკითხის ზედმეტი პოლიტიზება საჭირო არ არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
“არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს, რადგან უშიშროების საბჭო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა თავისი კომპეტენციით და ფუნქციებით, ხოლო კრიზისების მართვის საბჭო არის თავისი კომპეტენციით დამოუკიდებელი სტრუქტურა. ეს არის განსაზღვრული და დადგენილი კანონით. რაც შეეხება მოსაზრებებს, ის მრავალი შეიძლება არსებობდეს. ჩვენ მზად ვართ, სამუშაო რეჟიმში ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ, მაგრამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება კარგი არ არის იმიტომ, რომ ეს ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას”, – განაცხადა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ კრიზების მართვის საბჭოსა და უშიშროების საბჭოს გაერთიანების ინიციატივით გამოვიდნენ.