„მეტი პოზიტივი საზოგადოებას“ – „პოზიციამ“ ახალი პროექტი დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ორგანიზებით, პროექტის – „მეტი პოზიტივი საზოგადოებას“ ფარგლებში,  დღეს მასშტაბური აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ორგანიზაციამ „ქუჩის მუსიკოსებთან“ და მოქალაქეებთან ერთად, სლოგანით: „გაიღიმე – ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“  მსვლელობა მოაწყო. „ღიმილიანი აქცია“ დაიწყო ფილარმონიიდან და თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს სიმბოლურად ყვავილები და ბუშტები მესიჯით: „პოზიცია ერთია, სიკეთის გზით ვიზრდებით. გავიღიმოთ ყოველდღე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“, – დაურიგეს. თავისუფლების მოედანზე „ქუჩის მუსიკოსებმა“ კონცერტი გამართეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას მეტი პოზიტივისკენ.

აღნიშნული აქცია-პერფორმანსი, პროექტის – „მეტი პოზიტივი საზოგადოებას“ ფარგლებში, პირველად გაიმართა. „პოზიცია“ გეგმავს, მსგავსი ტიპის „ღიმილიანი აქციები“ თვეში ერთხელ, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბნის ცენტრალურ გამზირზე მოაწყოს.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“  დააარსა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, სახელწოდებით: „მეტი პოზიტივი საზოგადოებას“. მე ვფიქრობ, რომ დღეს ერს  მეტი ღიმილი და ერთმანეთის გვერდში დგომა სჭირდება. ორგანიზაციამ, ახალი პროექტის ფარგლებში, გადაწყვიტა თვეში ერთხელ, ხალხმრავალ ადგილას მსგავსი ტიპის აქციები გამართოს. მოვუწოდებ საზოგადოებას, გავიღიმოთ, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რადგან ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“, – აცხადებს „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები