ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის ფილიალი ყოველთვიურად 1000-ზე მეტ სოფელს ემსახურება – ვიდეო

სახელმწიდო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში 71-მდე ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის ფილიალი ყოველთვიურად 1000-ზე მეტ სოფელს ემსახურება.
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოში აღნიშნავენ, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ყველა იმ სოფელში, სადაც ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალებით ემსახურება.
სააგენტოს ცნობითვე, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეროვნული არქივისა და შპს „მექანიზატორის“ მომსახურებით.
ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურების მიღება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილების მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები