“სასაფლაოზე მოკლესო” – რას აცხადებენ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მეზობლები

გორის რაიონში, სამების ქუჩაზე გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 40 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, სასაფლაზე მოკლეს.
ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი დანით არის მოკლული.
“ვიღაცას უთქვამს, სასაფლაოზე მოკლესო. გამოვიხედე ფანჯრიდან, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. მეტი არაფერი დამინახავს. მოკლული არისო, ასე თქვეს. დანა ჰქონდა დარტყმულიო და თვითონ ხომ არ ჩაირტყამდა”, – აცხადებს ადგილობრივი.
არსებული ინფორმაციით, მოკლული – 40 წლამდე მამაკაცი გორის რაიონის მკვიდრია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები