უამინდობის გამო, საქართველოს ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდება

საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უამინდობის გამო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესს შეაჩერებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიიღო.
“საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები