ტყემალაძე აგრამუნტის განცხადებაზე: მისი განცხადება უბრალოდ ვალის მოხდა იყო ვიღაცის მიმართ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასთან მიმართებაში გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა და მის პოზიციას კატეგორიულად გაემიჯნა.
„კატეგორიულად ვემიჯნები პედრო აგრამუნტის განცხადებას. მისი არჩევის დღეს ის გამოდის და აკეთებს განცხადებას, რომელ განცხადებაშიც თვითონ დარწმუნებული არ არის, ამაში ევროსაბჭო და ევროკავშირი არ არის დარწმუნებული და მაგის დამამტკიცებელი და დამადასტურებელი საბუთი არ არის. ეს იყო უბრალოდ ვალის მოხდა ვიღაცის მიმართ. მიმაჩნია, რომ მან ეს განცხადება „სახალხო პარტიის“ გავლენით გააკეთა“,- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
შეგახსენებთ,რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტიმ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენია.
“ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მიზანი ასამბლეის პარლამენტარების უფლებების დაცვაა, რათა მათ შეძლონ საკუთარი მანდატის განხორციელება, როგორც თავიანთ ქვეყნებში ევროსაბჭოს არჩეულმა წარმომადგენლებმა. უკრაინელი ნადია სავჩენკოს, ქართველი გიგი უგულავას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მათი გადაადგილების და სიტყვის თავისუფლებების დაცვა, უნდა იყოს პრიორიტეტი”, – თქვა აგრამუნტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები