თბილისში დაბადებული, Rolling Stones-ის და Led Zeppelin-ის პროდიუსერი გარდაიცვალა

ნიუ-იორკში 83 წლის ასაკში მენეჯერი და პროდიუსერი ჯორჯიო გომელსკი გარდაიცვალა, რომელიც სხვადასხვა დროს ცნობილ ჯგუფებთან: Rolling Stones, Led Zeppelin, Yardbirds, Gong და Soft Machine-სთან მუშაობდა. ამის შესახებ გამოცემა Classic Rock იუწყება.
გომელსკი 1934 წელს თბილისში დაიბადა. 1930-იანი წლების ბოლოს მისი ოჯახი სირიაში, შემდეგ კი შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად. გომელკის ძალიან უყვარდა ჯაზი. 1948 წელს ის ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჯაზის შემსრულებლებზე დოკუმენტურ ფოლმებს იღებდა. 1963 წელს გომელსკიმ ლონდონთან ახლოს კლუბი “Crawdaddy” გახსნა, სადაც ლეგენდარული ჯგუფი Rolling Stones თავის პირველ კონცერტებს მართავდა. შემდეგ ის Yardbirds-თან მუშოაბდა, რომელშიც სხვადასხვა დროს ერიკ კლეპტონი და ჯიმი პეიჯი მონაწილეობდნენ. ჯორჯიო გომელსკი ბოლო რამდენიმე წელია კიბოთი იყო დაავადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები