დავით უსუფაშვილი: ჩვენ გვჭირდება პროგრესი ნატოსთან ინტეგრირების პროცესში

   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ჩვენ გვჭირდება პროგრესი ნატოსთან ინტეგრირების პროცესში”, – აღნიშნა უსუფაშვილმა  ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე. ანდრეს ფოგ რასმუსენმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ნატოსკენ მისწრაფების მიმართ და განაცხადა, რომ  მათი რუსეთთან ურთიერთობა გადაიხედება.
„უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა და დავარწმუნოთ მოკავშირეები, რომ აუცილებელია არსებული სიტუაციის მონიტორინგი”, – განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები