საქართველოს მთავრობის დელეგაცია რასმუსენს შეხვდა

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის დელეგაცია ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. შეხვედრა ბელგიაში, ქ. ბრიუსელში მარშალის ფონდის (GMF) საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში შედგა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
დელეგაციის შემადგენლობაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ლევან დოლიძე შედიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები