ლადო სადღობელაშვილი ირაკლი ვაჭარაძეს ემუქრება

ირაკლი ვაჭარაძე არის მტერი ეკლესიისა და მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, შეურაცხმყოფელი ჩვენი რწმენისა და მას ეს ამაზრზენი საქციელი კანონის ძალით არ უნდა შერჩეს, – ამის შესახებ „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, იგი ორგანიზაცია „იდენტობას“ და მის ხელმძღვანელს ირაკლი ვაჭარაძეს მკაცრად მოთხოვს პასუხს.
„არავითარი უფლებათა დამცველი, რიგითი პროვოკატორი, ათეისტი და „ნაციონალთა“ დავალების შემსრულებელი გახლავთ ირაკლი ვაჭარაძე, რომელიც აი, უკვე მერამდენედ ბედავს და შეურაცხყოფს ჩვენს რწმენას! ამას ბოლო უნდა მოეღოს! ეს ეკლესიის მტერი ამდენს რომ ბედავს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ბრალია! ჩვენ ვაძლევთ მას ამის საშუალებას! ვაჭარაძე, ძალიან ცუდი დღე გელის! შენი ორგანიზაცია უნდა აიკრძალოს მსგავსად სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციებისა!
ყველას გასაგონად ვიძახი და სულ არ მაინტერესებს ლიბერასტი „ტიპების“ პოზიცია! – ირაკლი ვაჭარაძე არის თანამედროვე თუთბერიძისეული არსება და, მისი წინამორბედის მსგავსად, ეს ვიგინდარა არსება არის მტერი ეკლესიისა და მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, შეურაცხმყოფელი ჩვენი რწმენისა და მას ეს ამაზრზენი საქციელი კანონის ძალით არ უნდა შერჩეს. მე, როგორც რიგითი მართლმადიდებელი, მოვითხოვ, არ მიეცეს ასეთ არსებებს ჩემი რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფის უფლება. ირაკლი ვაჭარაძე – მოიხადე ბოდიში! ითხოვე პატიება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალეთ, „იდენტობა“ არ არსებობს! შენ და შენს კანტორას ელის ძალიან ცუდი დღეები! შენს ნაცკონტროლირებად-ექსტრემისტულ ორგანიზაციას უნდა მოეღოს ბოლო! ჩვენთან არს უფალი!“, – წერს ლადო სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები