პრემიერი კონგრესმენ მაიკ როჯერსს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენ მაიკ როჯერსს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში. კონგრესმენმა როჯერსმა ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებული ვიზიტი მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის სტუმარს მადლობა გადაუხადა. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და კონგრესმენის თანმხლები პირები დაესწრნენ. „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი მიჩიგანის შტატიდან, მაიკ როჯერსი საქართველოს გუშინ ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები