ირაკლი შიხიაშვილი სამი გამგებლის გადაყენებას ითხოვს

  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი საბურთალოს, კრწანისისა და ისნის გამგებლების თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. შიხიაშვილის განცხადებით, ხათუნა ბერძენიშვილი, გია ხუროშვილი და თორნიკე ხუციშვილი პარტიულ აქტივისტებს კანონის დარღვევით აფინანსებენ. საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
“გუშინ საკრებულოს წინ აქცია ინსპირირებული და ორგანიზებული იყო ხათუნა ბერძენიშვილის, გია ხუროშვილის და თორნიკე ხუციშვილის მიერ, ეს გამგებლები პასუხისმგებელი ბოსები არიან და „ნაციონალური მოძრაობის“ მანტია ვერ მოიხსნეს. შესაბამისად, გამოიყენეს ადმინისტრაციული რესურსი, დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი და შეუფერებლად იქცეოდნენ”, – აცხადებს შიხიაშვილი. მისივე თქმით, გამგებლებმა აქციისათვის საჭირო გახმოვანების ტექნიკა საკრებულოსთან გამგეობის მანქანებით მიიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები