მარჯანიშვილზე გარე განათების ბოძი წაიქცა (ფოტო)

თბილისში, მარჯანიშვილზე, კაფე “ანტრეს” მიმდებარე ტერიტორიასთან, გარე განათების ბოძი წაიქცა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, უსაფრთხოების მიზნით მაშველებმა სავალი გზის ნაწილი გაანთავისუფლეს. მათივე თქმით, აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ წუთებში შემთხვევის ადგილას აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ბოძი, სავარაუდოდ, ძლიერმა ქარმა წააქცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები