გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის გაჭიანურებას გამორიცხავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის წლის ბოლომდე გაჭიანურების შესაძლო სცენარში ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავს.
“მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ ამ სცენარს, რადგან მასში არანაირი ლოგიკა არ არის. გამოვრიცხავ, რომ არსებობდეს რაიმე წინასწარი განზრახვა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის არდამტკიცებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ეს კანდიდატი იქნება კვალიფიციური, პროფესიონალი და ღია პროცესით, საზოგადოების ჩართულობით შერჩეული. ცხადია, პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე და მივესალმებით კანდიდატურასთან დაკავშირებით კვალიფიციურ დისკუსიას, მაგრამ არდამტკიცება არც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, არ იქნება და ვერ იქნება გამართლებული, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ დავაყენებთ ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
არასამთავრობო სექტორის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის შემცვლელის არჩევის პროცესი წლის ბოლომდე გაჭიანურდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები