თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია – ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, თერჯოლის რაიონში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო, რის გამოც უკვე რამდენიმე საათია, თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია. აღნიშნულ მონაკვეთზე, მდინარემ დროებით მოწყობილი გზა ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე მეხუთედ წაიღო.
აღსანიშნავია, რომ დროებითი გზა, თბილისი-ქუთაისის ცენტრალური ავტობანის სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, რამდენიმე თვის წინ მოეწყო. ადგილობრივი ხელსუფლების განცხადებით, თბილისის-სენაკი-ლესელიძის 206 კმ-ის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება. ამ დროისთვის ტრანსპორტი შემოვლითი გზით ბაღდათის გავლით გადაადგილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები