ირაკლი შოთაძე პროკურატურის ორგანოების გარდაცვლილი თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პროკურატურის ორგანოების გარდაცვლილი თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა. მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე 2013 – 2015 წლებში გარდაცვლილი თანამშრომლები: ბელა ბერიკელაშვილი, გიორგი ლომაშვილი, რევაზ მამადაშვილი და ნიკოლოზ მუქერია გაიხსენეს, ისაუბრეს მათ საქმიანობასა და პროკურატურის განვითარებაში შეტანილ წვლილზე.
ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში საქმიანობისას პროკურატურის ღირსეულად წარმოჩენისა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის ბელა ბერიკელაშვილი, გიორგი ლომაშვილი, რევაზ მამადაშვილი და ნიკოლოზ მუქერია მადლობის სიგელებით და პროკურატურის მედალიონებით დააჯილდოვა, რომლებიც მათი ოჯახის წევრებს გადაეცათ. ასევე მიულოცა ახალი წელი და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული.
შეხვედრაზე პროკურატურის თანამშრომლებმა გარდაცვლილი კოლეგები გაიხსენეს და მათ პიროვნულ და პროფესიულ ღირსებებზე ისაუბრეს. პროკურატურის ორგანოების გარდაცვლილი თანამშრომლების ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მთავარ პროკურორს გულთბილი მიღებისთვის, მათი ოჯახის წევრების გახსენებისთვის და პატივის მიგებისთვის. შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილეები: მამუკა ვასაძე, გიორგი გოგაძე, გიორგი გაბიტაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები