„პოზიციამ“ და ქუჩის მუსიკოსებმა თბილისის მეორე საჯარო სკოლა-პანსიონის მოზარდებს შობა-ახალი წელი მიულოცეს

“პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის სხვა წევრებთან, ქუჩის მუსიკოსებთან და სანტასთან ერთად, თბილისის მეორე საჯარო სკოლა-პანსიონი მოინახულა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პანსიონის მოზარდებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.
მოზარდებმა, ქუჩის მუსიკოსებთან და სანტასთან ერთად, სიმღერები შეასრულეს. ისინი ასევე სხვადასხვა ნომრით წარდგნენ სტუმრების წინაშე – იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პანსიონის ხელმძღვანელისგან სკოლაში არსებული პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და მათ თანადგომასა და თანამშრომლობას დაპირდნენ.
„პოზიციის“ ხელმძღვანელის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, საზოგადოება და ორგანიზაციები შეძლებისდაგვარად უნდა გაერთიანდნენ და მიიღონ მსგავს აქტივობებში მონაწილეობა, რადგან ამ კუთხით ღონისძიებებში ჩართვა ყველა მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები