მიხეილ სააკაშვილი ასოცირების ხელშეკრულების ვადის გადმოწევას ეხმაურება

  საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების ივნისში გაფორმებას და ვადის გადმოწევას გამოეხმაურა. „ნატოს ყველამ ერთად უნდა ვთხოვთ, რომ დაჩქარდეს საქართველოს სწრაფი წესით ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანში, ეს არის ჩვენი პასუხი და მათი პასუხი იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებს სამეზობლოში. ევროპა ხვდება, რომ რაღაც უნდა ქნას, იმიტომ რომ ყველა – თითოეული ჩვენგანი ხვდება, რომ ჩვენი ქვეყანა არის საფრთხეში. იმედია, საქართველოს მთავრობაც მიხვდება, რომ ქვეყანა საფრთხეშია. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ამ ყველა პრობლემაზე მაღლა და მივხვდეთ, რომ საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიმდინარე მოკლევადიანი პოლიტიკური ამოცანები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ევროკავშირი საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას დაგეგმილზე ორი თვით ადრე, ივნისში გააფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები