გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარების შესახებ.
 “მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარების შესახებ და მის გადმოტანას მიმდინარე წლის ივნისამდე. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და შემდგომი ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ქართველი ხალხის ურყევ ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილი, თავისი და ქართველი ხალხის სახელით უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერას ულოცავს.
“ეს არის ისტორიული მოვლენა, რაც, ვიმედოვნებ, ხელს შეუწყობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას, რეგიონში სტაბილურობის დამყარებას”, – აცხადებს მარგველაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები