ვლადიმერ ძნელაძემ საკრებულოში პროექტ “ეტალონის” გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვლადიმერ ძნელაძემ და დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა, დიდუბის რაიონში მდებარე 166-ე საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „სადუნის“ მოსწავლეებს საკრებულოში უმასპინძლეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ეს ის სკოლებია, რომლებმაც მიმდინარე წელს ეროვნულ მედიაპროექტ „ეტალონის“ თბილისის სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრში პირველი და მესამე ადგილები გაინაწილეს.
მაჟორიტარმა დეპუტატმა სკოლის მოსწავლეებს საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამოფენილი ხელნაკეთი თოჯინები დაათვალიერებინა და თვითმმართველობის არსსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ვლადიმერ ძნელაძის თქმით, იგი ამაყია იმ ფაქტით, რომ ინტელექტუალური პროექტის „ეტალონის“ გამარჯვებული მისი სამაჟორიტარო რაიონის სკოლებია. გამარჯვებულ მოსწავლეებს ვლდამიერ ძნელაძემ მადლობა გადაუხადა, წარმატება უსურვა და მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები