ეკა ბესელია: ირაკლი ღარიბაშვილი არ მიდის მთლიანად პოლიტიკიდან, რჩება გუნდში

ირაკლი ღარიბაშვილი არ მიდის მთლიანად პოლიტიკიდან, რჩება გუნდში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, იქნება გუნდის წევრი და ის ქვეყნისთვის კიდევ ძალიან ბევრ სიკეთეს გააკეთებს.
“ძალიან საინტერესო და კარგი შეხვედრა იყო. ყველა კითხვა, რომელიც ამ დროისთვის არსებობს, ჩვენთვის პასუხგაცემულია. პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება იმ ეტაპზე და იმ ფონზე, როდესაც მას აქვს ძალიან მაღალი მხარდაჭერა და ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი წარმატებები. მისი გადასახედიდან და ჩვენი შეფასებითაც, მიუხედავად გულდაწყვეტისა, ეს არის კარგად შერჩეული დრო. ის არ მიდის მთლიანად პოლიტიკიდან, რჩება გუნდში.
ირაკლი, რა თქმა უნდა, იქნება გუნდის წევრი და მე დარწმუნებული ვარ, ის კიდევ ძალიან ბევრ სიკეთეს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ის ნდობა, რომელიც დღეს გამოვხატეთ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, აბსოლუტურად რეალიზებული იქნება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები