საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი იქნება

კოალიცია შეთანხმდა პრემიერის პოსტზე პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან ერთად, მივიდა.
“მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმ შრომისთვის, ღვაწლისთვის, რომელიც გასწია როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე ჩვენი კოალიციის ლიდერის პოსტზე. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ყველას გული გვისკდება მისი გადაწყვეტილების გამო, დარწმუნებული ვარ, ბატონი ირაკლი ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, ყველა სასიკეთო საქმეში, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები