გია ვოლსკის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება, – ამის შესახებ მან მეორე არხზე, გადაცემა “არგუმენტების დროში” განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ განმარტა, კვირიკაშვილს თავად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს.
“ოთხ კანდიდატურაზე იყო ლაპარაკი და ჩვენ ჩამოვყალიბდით ერთ კანდიდატზე. გიორგი კვირიკაშვილს ხვალ უმრავლესობაში მოიყვანს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ღარიბაშვილი და წარმოგვიდგენს. ხვალ, 10.00 საათზე, პარლამენტში, თბილისში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.