პრემიერი ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულად ხელმოწერას მიესალმება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ხელმძღვანელის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას აგვისტოს ნაცვლად, ივნისში გააფორმებს.
პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე.
„სასიამოვნოა ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადება ასოცირების შეთანხმების ივნისში ხელმოწერასთან დაკავშირებით. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მზადყოფნას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, ივნისში მოაწერს ხელს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ასევე შევთანხმდით, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოსა და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა”, – წერს ბაროზო. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის გუშინდელ სამიტზე მიიღეს.