დიმიტრი ქუმსიშვილი თურქმენეთში ვიზიტით გაემგზავრება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 23 დეკემბერს თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს “აღმოსავლეთ-დასავლეთის” გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის საზეიმო ცერემონიალში.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება თურქმენეთის საპორტო ქალაქ თურქმენბაშიდან 75 კმ-ზე მდებარე “ბელეკის” საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე გაიმართება.
“აღმოსავლეთ-დასავლეთის” გაზსადენი აკავშირებს ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში არსებულ გაზის უდიდეს საბადოებს, კასპიის ზღვის სანაპიროს. გაზსადენის სიგრძეა დაახლოებით 800 კმ, გამტარუნარიანობა – წელიწადში 33 მლრდ კუბ.მ.
მიწოდებული გაზი გამოყენებული იქნება ქვეყნის დასავლეთ რეგიონების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე- საექსპორტოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები