„ბი-ბი-სის“ ვერსიით, მსოფლიოს 9 ულამაზეს აეროპორტს შორის მესტიის აეროპორტიც მოხვდა

„ბი-ბი- სი“ მსოფლიოს ცხრა ულამაზესი აეროპორტის ფოტოებს აქვეყნებს, მათ შორის არის მესტიის აეროპორტიც. როგორც გამოცემა წერს, აეროპორტი აშენებულია მესტიაში, ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სათხილამურო კურორტზე,საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მესტიის აეროპორტი თანამედროვე დიზაინით არის აშენებული, რაც ამ ქალაქს დაეხმარება, თანამედროვე მსოფლიოს რუკაზე თავისი ადგილი დაიკავოს. ამასთანავე, თავად მესტიის არქიტექტურა, მისი ეკლესიები და კოშკები ისტორიული ნაგებობებია და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. საქართველოს გარდა, ულამაზესი აეროპორტების კოლაჟში შესულია საფრანგეთის, იაპონიის, ურუგვაის, აშშ-ის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების აეროპორტები.

12399746_10205058710219044_1159375300_o

12400206_10205058710339047_587802210_o

12404704_10205058710139042_598724531_o

12405259_10205058710379048_983395302_o

12414232_10205058710299046_951427920_o

12422091_10205058710179043_1242807616_o

12398797_10205058709899036_1189572283_o

12405103_10205058710259045_1750428721_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები