სასამართლოში გენშტაბის უფროსის – ვახტანგ კაპანაძის დაკითხვა მიმდინარეობს

ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვის ეტაპით გრძელდება. ამ წუთებში, სასამართლოში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის – ვახტანგ კაპანაძის დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე ბრალდებულების აადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, გამოძიების ეტაპზე იგი იცნობს კაპანაძის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელიც არ ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის წარდგენილ ბრალდებას.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელია ბრალდებული. მათ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები