საბერძნეთში ქართველი „კანონიერი ქურდები“ დააკავეს

საბერძნეთის დედაქლაქ ათენში, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ქართველი „კანონიერი ქურდი“, 61 წლის დავით სებისკვერაძე, მეტსახელად „დათო ქუთაისელი“ დააკავეს. გამოცემა „პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, სებისკვერაძე საბერძნეთში ქართულ „ქურდულ დიასპორას“ სათავეში ედგა.
„დათო ქუთაისელთან“ ერთად, დაკავებულები არიან ასევე: 30 წლის ლაშა უგრელიძე, მეტსახელად „სტალინი“, ასევე 29 წლის შოთა ასათიანი, მეტსახელად „შოთიკო ბოლნისელი“, კიდევ ერთმა დაკავებულმა, მიხეილ ხუციაშვილმა ასევე თავი „კანონიერ ქურდად“ წარმოადგინა.
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებმა, ძირითადად, ათენის პრესტიჟულ რაიონებში გაძარცვეს ასზე მეტი ბინა. „პრაიმ-კრაიმის“ ცნობით, საბერძნეთში ბოლო დროის განმავლობაში სამი ცნობილი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტია დაკავებული – დათო მირზიაშვილი, ზვიად პაპიაშვილი და ნოდარ შუკაკიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები