კახა კალაძე: საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა გახდეს

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა, მთავრობამ ყველაფერი უნდა გაკეთოს, რომ საქართველო, ენერგეტიკის თვალსაზრისით, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა. მისივე თქმით, ენერგეტიკის დარგში ქვეყნისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

„პრემიერის სამწლიან ანგარიშში ძალიან ვრცლად იყო საუბარი ყველა იმ დარგზე, ყველა იმ მიმართულებაზე, სადაც რეფორმები, პროექტები ხორციელდება. ენერგეტიკის დარგში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მომავლისთვის. ეს არის ახალი ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები. ეს ყველაფერი კეთდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად  გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, რადგან რაც უფრო მეტ ელექტროენერგიას შემოვიტანთ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ეს არის ძალიან ცუდი, პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე, გვიწევს უფრო მეტი გადასახადების გადახდა, ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ელექტროენერგიის თვალსაზრისით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები