ირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას

წინა ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ყველაფერი გამოსწორდა და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტები დამკვიდრდა.
“უპირველესად ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება დემოკრატიის გაღრმავება, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. დემოკრატიის გაძლიერება არის პროცესი, რომელიც გრძელდება. თითოეული მოქალაქის უფლებათა დაცვა სახელმწიფოს კონსტიტუციური მოვალეობაა. მიუხედავად ამისა, არც ისე ცოტა ხნის წინ, ჩვენი წინა ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას.
ამ სამი წლისთავზე ეს ყველაფერი გამოვასწორეთ და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტები დავამკვიდრეთ. მივიღეთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ყველაზე მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა სფეროში. შევქმენით შრომის კოდექსი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი, ავამუშავეთ რეგიონში პირველი და ნამდვილად სამაგალითო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. შევიმუშავეთ თვითმმართველობის ახალი კოდექსი, დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ასეთი რეფორმის ჩატარება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები