პრემიერი: საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 4 მილიარდ 6 მილიონ დოლარზე მეტია

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 4 მილიარდ 6 მლნ დოლარზე მეტია, – ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს 17 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
“საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 4 მილიარდ 6 მილიონ დოლარზე მეტია; ბოლო სამ წელში გაიხსნა 120-ზე მეტი სასტუმრო; გუდაურსა და ბაკურიანში განხორციელდა ხელოვნური გათოვლიანების პროექტი, შედეგად სათხილამურო სეზონი 5 თვემდე გაიზარდა; დიდველსა და კოხტაზე უკვე დასრულდა, ხოლო მომავალ წელს მიტარბზე დასრულდება სათხილამურო გზების, საბაგიროებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; გაიხსნა ახალი სათხილამურო კურორტი ,,გოდერძი“ „თანამედროვე მსოფლიოში ტურიზმის მთავარი მიმართულება უპირველესად, შთაბეჭდილებების მიღებაა. ამისთვის კი აუცილებელია ცოცხალი კონტაქტი გარემოსთან, ტრადიციებთან, ადამიანებთან. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – უძველესი ტრადიციები, ფოლკლორი, ხალხური რეწვა, კულინარია ხშირად სტუმრისათვის გადამწყვეტია“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები