ამირან გამყრელიძე: მომავალი 5 წლის განმავლობაში 3 მილიონამდე ადამიანის სკრინინგი უნდა მოხდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალი 5 წლის განმავლობაში 3 მილიონამდე ადამიანის სკრინინგი უნდა მოხდეს.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით, 50 000 ადამიანის ნებაყოფლობითი სკრინინგი მოხდა დეკემბრის მონაცემებით, ლი სულ გამოკვლეულია 11 124 ადამიანი. აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ C ჰეპატიტის სკრინინგის თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“უფასო სკრინინგი დღესაც მიმდინარეობს და სამი თვის განმავლობაში კიდევ უფასო იქნება. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია, ყოველწლიურად დაახლოებით 400 000 ადამიანის სკრინირება, ანუ მომავალი 5 წლის განმავლობაში 3 მილიონამდე ადამიანის სკრინინგი უნდა მოხდეს, რათა ყველას სტატუსი ვიცოდეთ და ინფიცირებულების მკურნალობა დაიწყოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები