ბარაკ ობამა ბაშარ ასადს გადადგომას ურჩევს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ობამამ 2015 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეერთებული შტატების ლიდერის თქმით, ასადმა თავისი თანამოქალაქეების უმეტესობის თვალში ლეგიტიმურობა დაკარგა და მან სისხლისღვრის შესაჩერებლად პოსტი უნდა დატოვოს.
ობამას განცხადებით, „საათის ისრების უკან გადაწევა შეუძლებელია“, მაგრამ, უკვე დღეს, სირიის კრიზისთან დაკავშირებით გარდამავალი გადაწყვეტილების მიღება სავსებით რეალურია. ობამას აზრით, ასადის წასვლა სირიელებს მომავლის მშენებლობის გზას გაუხსნის, რომელიც რელიგიებს შორის დაპირისპირებაზე დაფუძნებული არ იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები