პაატა ბურჭულაძე: მგონი, ზედმეტი ნდობა არ გვინდა

მგონი, ზედმეტი ნდობა არ გვინდა, – ამის შესახებ “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ვლადმიერ პუტინის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
“ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომას, რადგან ძალიან ვენდობით სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს. მგონი, ზედმეტი ნდობა არ გვინდა”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
მანვე, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პოზიტიური დასკვნაც შეაფასა. “გილოცავთ, ეს დიდი წარმატებაა საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლა, რომელიც მალე შევა ძალაში და ეს არის ევროპისკენ გადადგმული ერთი კარგი ნაბიჯი”, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
ევროკომისიამ დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პროგრესი დადებითად არის შეფასებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები