ბერნარ კუშნერი: გილოცავთ ამ მიღწევას, რაც შეიძლება ხშირად გვესტუმრეთ

ევროკომისიის დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას საქართველოში სტუმრად მყოფი, საფრნაგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის “გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი ეხმაურება. კუშნერი საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ მიღწევას ულოცავს.
„რეგულაციაში ცვლილების შეტანას მხარდაჭერა უკვე აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ვიზის გარეშე გაემგზავროთ ევროკავშირში. გილოცავთ ამ მიღწევას და რაც შეიძლება ხშირად გვესტუმრეთ,“ – განაცხადა გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და სოციალური შეთანხმებისთვის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა.
ევროკომისიამ დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პროგრესი დადებითად არის შეფასებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები