გიორგი კვირიკაშვილმა კატარს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კატარის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კატარელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და კატარს შორის არსებულ ახლო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც კიდევ უფრო სწრაფად და წარმატებულად ვითარდება. მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ისე სხვადასხვა დარგობრივ უწყებებს შორის.
„დიდია კატარის ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ და ღრმავდება ურთიერთობები კერძო სექტორებს შორის. ჩვენ ახლო მომავალში ველოდებით ბიზნეს კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას და მნიშვნელოვან შედეგებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ვითარდება კულტურული ურთიერთობები და ხალხთაშორისი კავშირები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მჭიდრო კავშირები ჩვენი ქვეყნების იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კულტურის სამინისტროებს შორის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კატარის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მიღება საქართველოში კატარის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ-ხალიფას სახელით გაიმართა.
კატარის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, პოლიტიკური და კულტურული სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები