“ეს არის დიდი წარმატებული ნაბიჯი, რომელიც საქართველომ გადადგა”

ეს არის დიდი წარმატებული ნაბიჯი, რომელიც საქართველომ გადადგა, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიტიური ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
ალასანია დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად იარონ ევროპაში, მიღებული იქნება, სწორედ ამ დასკვნაზე დაყრდნობით.
“იმედი მაქვს და პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მომავალ წელს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად იარონ ევროპაში, მიღებული იქნება, სწორედ ამ დასკვნაზე დაყრდნობით. ასევე მინდა გავაფრთხილო ყველა, ხელისუფლებაშიც და მოქალაქეებიც, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს წინ გასაგრძელებელი, რომ ის ეკონომიკური შეთანხმება, რომელსაც თავისუფალ ვაჭრობაზე მივაღწიეთ, ამოქმედდეს სრულფასოვნად. ეს ვიზალიბერალიზაციაც ამას ხელს შეუწყობს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა როგორც მეტი საქართველო გააცნონ ევროპას, ამისთვის გამოიყენონ, ასევე მეტი ევროპა შემოვიყვანოთ საქართველოში. რაც მთავარია, ეკონომიკა უნდა განვავითაროთ და უფრო დავუახლოვდეთ ევროპას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ევროკომისიამ დღეს საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა დასკვნა, ანგარიში, რომელშიც საქართველოს პროგრესი დადებითად არის შეფასებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები