დავით უსუფაშვილი: ევროპასა და საქართველოს შორის საზღვარი უქმდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს და კოლეგებს ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნება მიულოცა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროპასა და საქართველოს შორის საზღვარი უქმდება.
„დღეს არის 18 დეკემბერი, დღე, რომელიც ალბათ დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საქართველოს ისტორიაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დღეს ჩვენ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ საშემოდგომო სესიას ვხურავთ, არამედ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ დღეს ცნობილი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ამბავი იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი უქმდება, უვიზო მიმოსვლა ნიშნავს სწორედ ამას.
ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც 21-ე საუკუნეში საზღვრებს აუქმებს და არა იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც საზღვრებს აგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გილოცავთ ყველას, ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს. ტექნიკურად, რა თქმა უნდა, დარჩენილია გარკვეული სამუშაოები, მანამ, სანამ თითოეული ქართველი ღირსეულად თავაწეული იმოგზაურებს ევროპაში ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების, წინა ხელისუფლებების, ძალიან ბევრი კონკრეტული ადამიანის, ვინც იშრომა ამ მიმართულებით და მინდა, ყველას მადლობა მოვახსენო. ამ ფონზე, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული სიამაყით მოვისმენთ, ყველა ჩვენგანი, საქართველოს ჰიმნს, რომელიც ამ დარბაზში კიდევ ერთხელ გაისმება სესიის დამთავრების გამო“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები