იუნკერი: ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოს უვიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს

ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოს უვიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს – ასეთი რეკომენდაციით ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა. იუნკერის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ფრანს-პრესი” ავრცელებს.
“დღეს დილით ჩვენ კარგი საქმე გავაკეთეთ”, – ასე შეაფასა იუნკერმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ევროპული კომისიის დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში ევროპული კომისიის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ანგარიშში, რომელიც ევროპული პარლამენტისთვის და ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს შეიცავს, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და გაატარა ყველა საჭირო რეფორმა დანარჩენი მოთხოვნების ეფექტური და მდგრადი მიღწევის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები