ჰერმანი: ეს არის რეკომენდაციების არაჩვეულებრივი შესრულება, ყველას ვულოცავ არსებულ მიღწევას

ეს არის რეკომენდაციების არაჩვეულებრივად შესრულება, რომელმაც მიგვიყვანა არაჩვეულებრივ წარმატებამდე, – ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშს. იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველომ 6 თვეში შეასრულა ყველა საჭირო რეფორმა და მიაღწია  წარმატებას.
„ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი მეოთხე და ბოლო შეფასების ანგარიში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე. ეს არის საქართველოს მხრიდან შესრულებული ვალდებულებებისა და წარმატებით გატარებული რეფორმების შედეგი. ეს არის რეკომენდაციების არაჩვეულებრივი შესრულება, რომელმაც მიგვიყვანა არაჩვეულებრივ წარმატებამდე. ყველას ვულოცავ არსებულ მიღწევას,“ – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში ევროპული კომისიის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
ანგარიშში, რომელიც ევროპული პარლამენტისთვის და ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს შეიცავს, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და გაატარა ყველა საჭირო რეფორმა დანარჩენი მოთხოვნების ეფექტური და მდგრადი მიღწევის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები