გლდანში პარასპორტული შეჯიბრებები გაიმართა

გლდანის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით და ორგანიზებით, მოსწავლეთა მომზადების პროფესიულ კოლეჯში პარასპორტული შეჯიბრებები გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრებები გაიმართა მკლავჭიდსა და ნარდში. მკლავჭიდში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა – დავით ქობალიამ, ხოლო ნარდში ქუთაისელმა თემურ ჭეიშვილმა. დანარჩენი საპრიზო ადგილებიც შესაბამისად გადანაწილდა. პრიზიორებს მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცეს ქალაქის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ, გამგებლის მოადგილემ ზურაბ ქაშიაშვილმა, გამგეობის თანამშრომლებმა და გლდანის კოლეჯის დირექტორმა ნოდარ ხარაზიშვილმა. ღონისძიება ფოიერვერკებით დასრულდა.
პარალელურად, აზიდვებში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა ბადრი ჯიქურაული. ფაქტი პარაოლიმპიურმა კომიტეტმა დააფიქსირა. ,, ჩვენი მიზანია საზოგადოებაში პარასპორტული სახეობების პოპულარიზაცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა და მათი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა. გვყავს საკმაოდ წარმატებული პარასპორტსმენები, რომლებსაც საერთაშორისო მასშტაბების ღონისძიებებში ღირსეულად და წარმატებით შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები