იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია 18:00 საათზე გაიმართება

”სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” საქართველოს მიერ შესრულების შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი პრესკონფერენციას 16:00 საათზე გამართავს.
როგორც „კვირას“ ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურის თანამშრომელმა ქეთი მიქატაძემ განუცხადა, ჰერმანის გამოსვლა ბრიუსელში დაგეგმილი პრესკონფერენციის პარალელურად გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” საქართველოს მიერ შესრულების შესახებ მიმდინარე ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით
14:30-ზე დაგეგმილი იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია გადაიდო. „კვირასთან“ საუბრისას ევროკავშირის წარმომადგენლობამ განმარტა, პრესკონფერენციის გადადების მიზეზი ბრიუსელსა და საქართველოს შორის დროში არსებული სხვაობა დასახელდა. პრესკონფერენცია სასტუმრო „თბილისის მერიოტში“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები