კიევში აკაკი წერეთლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კიევში, საქართველოს საელჩოში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით საღამო გაიმართა.
უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე წიგნის “აკაკი წერეთელი. რჩეული პროზა” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი უკრაინულ ენაზე უკრაინაში მოღვაწე ცნობილმა ქართველი მწერალმა და თარჯიმანმა რაულ ჩილაჩავამ თარგმნა.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ: უკრაინის მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სერგეი ბორშჩევსკი, უკრაინის მწერალთა კავშირის მდივანი ალექსანდრე ბოჟკო, რაულ ჩილაჩავა და ელჩი მიხეილ უკლება.
ღონისძიების ფარგლებში, უკრაინის ლიტერატურისა და ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტმა სერგეი ძიუბამ პანტელეიმონ კულიშის სახელობის პრემია მწერალს რაულ ჩილაჩავას გადასცა. ლიტერატურულ საღამოს დაესწრნენ ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის “იბერიელი” მოსწავლეები, რომლებმაც აკაკი წერეთლის ნაწარმოებები ქართულ და უკრაინულ ენებზე წაიკითხეს და აგრეთვე სიმღერები შეასრულეს. გარდა ამისა, აღნიშნულ ღონისძიებაზე უჩვენეს 1912 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები